უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტურის 6 მატჩი გაიმართა და ჯგუფური ეტაპის პირველი ნახევარი დასრულდა. საოცარად დაძაბული მატჩი იყო მანჩესტერში. ბაიერნმა ლისაბონში ბენფიკას გადაურბინა. ჩელსიმ მალმიო არ დაინდო.
E ჯგუფი
ჯგუფის ლიდერები ერთმანეთს ლისაბონში დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა. მეორე ნახევარში გერმანულმა გუნდმა ძალები ჩართო და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ბაიერნი ჯგუფს 9 ქულით და 12 გატანილი გოლით ლიდერობს, ბენფიკა მეორეა, მესამეზე კი ბარსელონაა, რომელმაც ამ ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.
F ჯგუფი
ნამდვილი თრილერი გამოდგა მანჩესტერ იუნაიტედისა და ბერგამოს ატალანტას მატჩი. იტალიელებმა პირველი ტაიმი ორ ბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ნახევარში ინგლისური გუნდი გამოცოცხლდა და 53-ე, 75-ე და 81-ე წუთებზე მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს. ბოლო გადამწყვეტი გოლი კი კვლავ კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა. პორტუგალიელს მიმდინარე ტურნირზე 3 მატჩი 3 გოლი აქვს გატანილი.
ჯგუფის მეორე მატჩში ერთამენთს იანგ ბოიზი და ვილიარეალი დაუპირისპირდნენ. ესპანელებმა მეტოქე არ დაინდეს სტუმრად 1:4 გაიმარჯვეს.
G ჯგუფი
ამ ჯგუფში ლილი და სევილია დაუპირისპირდნენ ერთამენთს. მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა. აღსაღნიშნავია რომ სევილიასთვის ეს ზედიზედ მესამე ფრე იყო ტურნირზე. ისინი 3 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ. პირველზე ზალცბურგია 7 ქულით.
H ჯგუფი
ჩელსი ლონდონში მალმიოს დაუხვდა. ლონდონელებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. მატჩის პირველი ნახევარი 2:0 დასრულდა. გოლები კრისტენსენმა, ჰავერცმა და ჟორჟინიომ(2) გაიტანეს.
რუსეთში კი ზენიტი და იუვენტუსი დაუპირისპირდნენ ერთამანეთს. მატჩი საბოლოოდ ტურინელების გამარჯვებით 0:1 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კულუსევსკიმ 86-ე წუთზე გაიტანა. სამი ტურის შემდეგ იუვენტუსი ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს, მეორე ჩელსია 6 ქულით.
მანჩესტერი 3:2 ატალანტა
ბენფიკა 0:4 ბაიერნი