შვეიცარიაში უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი ბაქოს ნეფთჩი იქნება.
პირველი შეხვედრა 6/7 ივლისს თბილისში გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი 13/14 ივლისს ბაქოში.