უეფამ გამოაცხადა: ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში გაიმართება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ომის გამო.
ფინალი 28 მაისს შედგება პარიზის სენ-დენის სტად დე ფრანსზე.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე უეფამ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს – მზადყოფნისთვის, რათა ფინალისთვის ემასპინძლათ.
სტად დე ფრანსი 1998 წელს გაიხსნა. იქ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი გაიმართა: 2000 წელს რეალი-ვალენსია 3:0 და 2006 წელს ბარსელონა-არსენალი 2:1.