ყოჩები-ბათუმი 24:21
ყოჩები: 2ლ – ბიწაძე, რეხვიაშვილი. 4ს,გ – ფურცხვანიძე.
სინბინი: ჭუმბაძე, რეხვიაშვილი, გუშარაშვილი
ბათუმი: 2ლ – კოპაძე, საჯარიმო. 3ს – მ.ნინიძე
სინბინი: თაგაური
მსაჯი: გიგა მშვენიერაძე
ევროპამოვლილი საქართველოს ჩემპიონი ბათუმი მარცხზე მარცხს განიცდის. ამჯერად ბათუმელებმა შარშანდელ ფინალისტთან ბოლნისის ყოჩებთან წააგო – 21:24.
ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მატჩი დაძაბულ და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. პირველი ტაიმი ყოჩებმა 6:3 მოიგო. შესვენების შემდეგ ანგარიშში დაწინაურებული არაერთხელ შეიცვალა. თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე კი, ბათუმი 21:19 იგებდა, მაგრამ ყოჩებმა ლელო გაიტანეს და მატჩის დასრულებამდე უპირატესობა შეინარჩუნეს. ბათუმს ერთი საპრემიო ქულა ერგო.
მატჩის საუკეთესო მორგბედ ყოჩების გარემარბი ნიკოლოზ რეხვიაშვილი დაასახელეს.