ჩემპიონი პლეი ოფში დამარცხდა

ხარები-აია 28:19
ხარები: 3ლ – ჭავჭავაძე (2), ხუციშვილი. 3ს,2გ – პეტრიაშვილი
აია: 2ლ – აბრამიძე, ხონელიძე. 3ს – აბაშიძე (2), მახარეიშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე

საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში რუსთავის ხარებმა ქვეყნის აწ უქვე ვიცე ჩემპიონ ქუთაისის აიას უმასპინძლა და 28:19 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ აიამ ანგარიში საჯარიმო დარტყმით უკვე მე-2 წუთზე გახსნა, მთელი მატჩი რუსთაველების კარნახით და უპირატესობით წარიმართა. ხარებმა, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოახერხა ასეთი რანგის მატჩისთვის  სოლიდური სხვაობის შექმნა და შესვენებაძე 11-ქულიანი უპირატესობით წავიდა – 22:11.

აიას მდგომარეობის გამოსასწორებლად მცდელობა არ დაუკლია, მაგრამ უფრო ძლიერ მეტოქესთან ვერას გახდა. ხარები ამ გამარჯვებით გასავარდნ ფინალში გავიდა, სადაც ლელოსა და აკადემიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხარების შერკინების კვაჭი ლევან ჭავჭავაძე გახდა, როელმაც შეხვედრაში ორი ლელო მიითვალა.

Leave a comment

Your email address will not be published.