“ჩემპიონი ხარ,” – ლაშა ტალახაძის ამბავი, რომელიც უნდა იცოდეთ…

როდესაც მსოფლიო მასშტაბის სპორტსმენზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მის პიროვნებაზეც ხშირად საუბრობენ. ახლახანს მომხდარი შემთხვევა, ლაშა ტალახაძეზე შესანიშნავად მეტყველებს.

 

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სტატუსი დაწერა:

 

“ეს არის საბა, 10 წლის, რომელიც თურქეთის კლინიკაში უმძიმესი დიაგნოზით მოხვდა. თუ ოჯახმა ხვალ საავადმყოფოს 10 ათასი $ არ გადაუხადა გარეთ უშვებენ, რაც ნიშნავს იმას რომ ბავშვი ვერ გადარჩება.

 

ნანუკას ფონდიდან ჩავურიცხავთ 5 ათასს დოლარს, მაგრამ დარჩენილი თანხა უნდა შეგროვდეს და ვისაც რა შეგვიძლია. ძალიან გთხოვთ. ანგარიშის ნომერი კომენტარებშია.”

 

 

მალევე კი ეს სტატუსიც მიაყოლა:

 

“ძალიან დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელიც სოლიდური თანხით დაეხმარა საბა ბერიშვილს. და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდება აქ ვარო.

 

Lasha Talakhadze ჩემპიონი ხარ.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *