ჩემპიონმა სამი მატჩიდან ორი წააგო

ლელო-აია 31:13

ლელო: 3ლ – ქევხიშვილი (2), მამუკაშვილი. 4ს,2გ – მამუკაშვილი.

გაძევება: ბაგაშვილი

აია:  2ლ – ჯულუხაძე, ფურცხვანიძე. ს – აბაშიძე.

სინბინი: გალდავა, ნახუცრიშვილი

მსაჯი: შოთა თევზაძე

დიდი 10-ის მესამე ტური თბილისის ლელოსა და ქვეყნის ჩემპიონის ქუთაისის აიას დაპირისპირებით გაიხსნა. ლელოელებმა მეტოქეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე უმასპინძლეს და 31:13 დაამარცხეს.

აიამ მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლდო პირველ ტაიმში გაუწია, რომელიც მინიმალური სხვაობით 8:9 დათმო.

შესვენების შემდეგ, 58-ე წუთზე, როცა ლელო უკვე 19:8 იგებდა, მატჩის არბიტრმა მოედნიდან მასპინძლების გარემარბი ნიკა ბაგაშვილი წითელი ბარათით გააძევა. მიუხედავად ამისა, ლელოელებმა უპირატესობა არ დათმეს და კაცნაკლულებმა კიდევ ორი ლელოს გატანა შეძლეს. აიამ ამაზე ერთი ლელოთი მატჩის მიწურულს უპასუხა.

ლელოს შემადგენლობაში ყველაზე უხვქულიანი შუამარბი ბექა მამუკაშვილი იყო, რომელმაც გუნდს 21 ქულა შესძინა (ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო). მატჩის საუკეთესო მორაგბედაც ის დაასახელეს.

Возможно, это изображение (1 человек и текст)

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *