ჩემპიონმა საპლეიოფო ექვსეულში შეაღწია

აია-იუნკერები 17:3
აია: 2ლ – აბრამიძე, მოდებაძე. 2გ.ს –  გ.ბაბუნაშვილი
სინბინი: კუხიანიძე, ქიმუცაძე, მოდებაძე
იუნკერები: ს –  მატკავა
სინბინი: ტყეშელაშვილი, მარჯანიშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე

ქუთაისში დიდი 10-ის მეექვსე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონმა ქუთაისის აიამ ერთ-ერთი დებიუტანტი კიკეთის იუნკერები დაამარცხა – 17:3.

ქუთაისელთა რიგებში ეროვნული ნაკრების მორაგბეებმაც ითამაშეს, რადგან ბორჯღალოსნების შეხვედრა, რომელიც 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, გადაიდო. აიას მიერ მოპოვებული 17 ქულიდან 14 სწორედ მათზე მოდის. მირიან მოდებაძემ ერთი ლელო გაიტანა, მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა კი, ორი გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ იუნკერებს ანგარიშზე სამი ქულა ასევე ნაკრების წევრმა ლუკა მატკავამ მოუტნა.

ამ გამარჯვებით აიამ საპლეიოფო ექვსეულში შეაღწია და 28 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი დაასახელეს.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი – 48 ქულა, 2. ყოჩები – 39, 3. ხარები – 33, 4. აკადემია – 31, 5. აია – 28, 6. ლელო – 26, 7. არესი – 20. 8. ლოკომოტივი – 20, 9. იუნკერები – 10, 10. ყაზბეგი – 8

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *