მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის D ჯგუფში ერთი მერვედფინალისტი ვადამდე გამოვლინდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა, პლეი-ოფის საგზური წინა ტურში მოიპოვა.
ბოლო ტურში, ტუნისს აუცილებლად მოგება და პარალელური მატჩის (ავსტრალია – დანია) მისთვის სასურველი შედეგით დასრულება სჭირდებოდა.
ფრანგებმა, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა ათამაშეს და მეტოქის კარისკენ არც დაურტყამთ. ჩრდილოაფრიკელებს კი ცდა არ დაუკილათ. მე-8 წუთზე გოლიც გაიტანეს, მაგრამ არბირტმა თამაშგარე დააფიქსირა.
მონდომებამ შედეგი გამოიღო – 58-ე წუთზე ვაჰბი ხაზრიმ მაინც დააწინაურა მაღრიბელები. ეს ტუნისელთა პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე ტურნირზე.
ამასობაში დიდიე დეშამმა მინდორზე მთავარი ძალა – მბაპე, რაბიო და გრიზმანი გაიყვანა. ამ უკანასკნელმა ბოლო წამებზე საპასუხოც შეაგდო, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა. საბოლოოდ – 1:0.
პარალელურ მატში ავსტრალიამ დანიას ამავე ანგარიშით სძლია და 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. 4-ქულიანი ტუნისი კი ამაყად დადგა მესამე საფეხურზე. მატჩის შემდეგ აფრიკელთა ქომაგებს დიდი წუხილი არ ეტყობოდათ – მათ ხომ მუნდიალზე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.