“ჩემს წონაში ყველას დამარცხება შემიძლია, მათ შორის ჩემპიონისაც” – გიგა ჭიკაძე

2022 წლის 16 იანვარს, გიგა ჭიკაძე რიგით მეორე მეინ ივენთს გამართავს. ქართველი მებრძოლი დივიზიონის მე-5 ნომერს, კელვინ კატარს დაუპირისპირდება. მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით, გიგამ MMA Junkie-სთან ისაუბრა:

“კატარის შემდეგ აუცილებლად სატიტულო ორთაბრძოლა უნდა მივიღო. მართალია, არის საუბრები, რომ ჰოლოვეის ჩაენიშნოს შემდეგი საჩემპიონო ბრძოლა, მაგრამ ის ჩემპიონთან უკვე 2-ჯერ დამარცხდა. მე დავამარცხებ კატარს და აუცილებლად მოვითხოვ ქამარზე ბრძოლას. მე აქამდეც ნებისმიერი მინდოდა TOP 5-დან, მხოლოდ კატარი იყო თავისუფალი, ასე რომ მასთან ჩაინიშნა ბრძოლა… მე დიდი ხნის მანძილზე ვამბობდი, რომ ჩემპიონის დამარცხება შემიძლია. მე ხალხის ჩემპიონი ვარ – ნებისმიერს დავამარცხებ ჩემი წონიდან.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *