ჩესლინ კოლბი ისევ ვერ ითამაშებს

სამხრეთ აფრიკის ნაკრები ოთხი ერის გათამაშების ბოლო ტურის მატჩს შაბათს ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. ბოკეს მთავარმა მწვრთნელმა გუნდის შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებულ ტრევორ ნიაკანეს პირველ ხაზში ოქს ნჩე შეცვლის. სათადარიგოთა შორის კი, მარკო ფან სტიდენის ნაცვლად, რომელმაც მხარი დაიზიანა, ჯასპერ ვიზე ითამაშებს.

სამხრეთაფრიკელი ქომაგების სამწუხაროდ ისევ ვერ ითამაშებს გუნდის ლიდერი, გარემარბი ჩესლინ კოლბი.

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. სბუ ნკოსი, 13. ლუხანო ემი, 12. დამიენ დე ალენდე, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფაფ დე კლერკი.  1. ოქს ნჩე, 2. ბონგი მბონამბე, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ეტსებეტი, 5. ლუდ დე იაგერი, 6. სიია კოლის, 7. კვაგა სმითი, 8. დუეინ ვერმულენი

16.მალკომ მარქსი, 17. სტივენ კიტსშოფი, 18. ვინსენტ კოხი, 19, ფრანკო მოსტერტი, 20. ჯასპერ ვიზე, 21. ჰერშელ იაინკისი, 22. ელტონ იაინკისი, 23. ფრანსუა სტეინი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *