ჩეფერინი: “რეალმა, იუვემ და ბარსამ დატოვონ ჩემპიონთა ლიგა”

ალექსანდრ ჩეფერინისთვის სამი მეამბოხე კლუბის – რეალის, ბარსას და იუვეს – ჩემპიონთა ლიგიდან გასვლა შემაშფოთებელი არ არის.

უეფას პრეზიდენტის განცხადებით, ეს კლუბები, ახალი ლიგის დაარსების პარალელურად, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას რატომ იღებენ, არ ესმის

“წინააღმდეგი არ ვარ, თუ დაგვტოვებენ. სასაცილოა, რომ მათ ახალი ლიგის შექმნის პარალელურად ჩემპიონთა ლიგაში თამაშიც სურთ.

[ამ კლუბებს] არაკომპეტენტური ლიდერები ჰყავს. ეს ბიჭები [პერესი, ლაპორტა და ანიელი] ცდილობენ რომ ფეხბურთი მოკლან.

[პერესი] უეფას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მხოლოდ სუპერ ლიგის შექმნა გადაარჩენს, ამავე დროს კი მბაპეს შეძენას 180 მილიონ ევროდ ცდილობს,” – თქვა ჩეფერინიმ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *