ჩეხი ჩელსიდან წავიდა

პეტერ ჩეხი ლონდონის ჩელსიდან წავიდა. ჩეხი კიპერი ბრიტანულ გრანდში ამ დრომდე საპატიო მრჩეველის და ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. ჩეხის წასვლის შესახებ ინფორმაცია The Thelegraph-მა გაავრცელა.

როგორც ცნობილია, ჩელსის დატოვება დირექტორთა საბჭოს თავმდჯომარის ბრიუს მარკის და სპორტული დირექტორის მარინა გრანოვსკაიას წასვლის გამო გადაწყვიტა. აღნიშნული პირები ჩელსიში 2019 წლიდან მუშაობდნენ და ისინი რომან აბრამოვიჩის ეპოქასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები.

რაც შეეხება პეტერ ჩეხს, იგი კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. გამოცდილი მეკარე ლონდონელთა ღირსებას 2004-15 წლებში იცავდა, 2019 წლიდან კი ჩელსის ტექნიკური დირექტორი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published.