ჩეხური გაკვეთილი

ევროპის ჩემპიონატზე მორიგი 1/8 ფინალი გაიმართა. პუშკაშ არენაზე ერთმანეთს ნიდერლანდებისა და ჩეხეთის ნაკრებები შეხვდნენ, მატჩი ჩეხთა სასარგებლოდ 2:0 დამთავრდა.

პირველი ნახევარი არცისე საინტერესო იყო. ნიდერლანდელთა უპირატესობა იგრძნობოდა, თუმცა რაც ყველაზე მთავარი იყო, გოლი არ გასულა. ბევრი ელოდა, რომ მეორე ტაიმში ნარინჯისფრები მოუმატებდნენ, თუმცა…

მეორე ტაიმში უნგრეთი ბევრად უკეთესი იყო. ნიდერლანდელთა პრობლემები 55-ე წუთზე დაიწყო როცა 10 კაცით დარჩნენ. მატიას დე ლიხტმა ერთი ერთზე გასული ფორვარდი წააქცია და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

68-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ჯარიმის შემდეგ, კალასმა თავით ითამაშა და ჰოლესმა ასევე თავით შეაგდო.

ნიდერლანდები ბევრს ეცადნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. 80-ე წუთზე სტეკელენბურგს კვლავ მოუწია ბურთის კარიდან გამოტანა. ჰოლესმა მეტოქის ნახევარზე ბურთი მიიღო, რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და საჯარიმოში შევიდა, რის შემდეგაც შიკს უპასა და მანაც ერთი შეხებით შეაგდო.

ჩეხეთის ნაკრები 1/4 ფინალში დანიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი 3 ივლისს ბაქოში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *