კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ჩვენ დავბრუნდებით” – სწორედ ეს ფრაზა დაწერა ფრანგმა ვარსკვლავმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 მორჩა, დამატებით ტიამებში გუნდებმა თითო გოლი შეაგდეს, პენალტებში კი არგენტინამ მოიგო.
რაც შეეხება მბაპეს, კილიანმა ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.