“ჩვენ ჩვენი რობერტო კარლოსი გვყავს – ჯაბა კანკავა” (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ, ბრატისლავას სლოვანის ფეისბუქ გვერდზე საკმაოდ საინტერესო ფოტო გავრცელდა. ფოტოზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაა და აღწერაში შემდეგი რამ აწერია – “ჩვენ ჩვენი რობერტო კარლოსი გვყავს”.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა გურამ კაშიასთან ერთად სლოვანს წელს ზაფხულში შეუერთდა. გამოცდილმა საყრდენმა ვლადიმირ ვაისის გუნდში 25 მატჩი ჩაატარა და გოლი ჯერ არ გაუტანია.

ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში გახლდათ გამოძახებული. ფეხბურთელმა, რომელმაც ეროვნულ გუნდში 100 მატჩს მოუყარა თავი, შვედეთის ნაკრებთან არ ითამაშა, უზბეკეთთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კი სანაკრებო შეკრება პირადი მიზეზების გამო დატოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *