“ჩივაძემ და კეტაშვილმა დამირეკეს…” (რუსებს არც სახელი აქვთ, არც გვარი)

ცნობილმა უკრაინელმა ალექსეი მიხაილიჩენკომ ომის თემაზე ისაუბრა და რუსებს, როგორც იტყვიან, გადაუარა. ვინც არ იცის, მიხაილიჩენკო მაგარი ნახევარმცველი იყო, საუკეთესო კიევის დინამოში და იმ დროს შეუჩერებელ სამპდორიაშიც თამაშობდა რობერტო მანჩინისთან და ჯანლუკა ვიალისთან ერთად.

მიხაილიჩენკო და გელა კეტაშვილი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ სეულში. მაშინ უკრაინელი გუნდის კაპიტანიც იყო.

აი, რა თქვა მიხაილიჩენკომ:

„კრემლის პროპაგანდა მოქმედებს და ჩემი ყოფილი რუსი თანაგუნდელები ზომბირებულები არიან. დამირეკეს ალექსანდრე ჩივაძემ და გელა კეტაშვილმა საქართველოდან, ასევე დამირეკეს სამპდორიიდან, გლაზგო რეინჯერსიდან და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან. აი, რუსეთიდან კი არცერთი ზარი არ ყოფილა!

…კეტაშვილმა მითხრა, რომ ერთ რუს ფეხბურთელს ესაუბრა, რომელსაც ვერ დავასახელებ, რადგან მათ არც სახელი აქვთ, არც გვარი. გელა გაკვირვებული მიყვებოდა, ზომბირებულები არიანო.

…იგორ სკლიაროვმა დამირეკა ჩიკაგოდან. ისიც ჩვენს გგუნდში იყო ოლიმპიადაზე. მითხრა, რუსებმა რაც ილაპარაკეს, შოკში ვარო. უამრავი ქვეყნიდან შემომთავაზეს დახმარება: აშშ-დან, საქართველოდან, ინგლისიდან, შოტლანდიიდან. სწორედ ამან დამარწმუნა, რომ უკრაინა მართალია და ყველაფერს სწორად აკეთებს.

…გასაგებია, გვაქვს პრობლემები, უნდა შევიცვალოთ უკეთესობისკენ, მაგრამ ჩვენ ხომ თავისუფლად და მშვიდად ვცხოვრობდით. ცოტ-ცოტა ჩვენს ქვეყანას უკეთესსა და ლამაზს ვხდიდით. დიდი გამოცდა მოგვიწია, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს გადავლახავთ. ასეთი ერთიანობა უკრაინელ ერში არასოდეს მინახავს. ვამაყობ არმიითა და ხალხით. უკრაინა დიდი ერია“ (Football24)

1988 წელს მიხაილიჩენკო ოქროს ბურთის ნომინაციაში მე-4 ადგილზე გავიდა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.