ჩილაჩავას ლელო და უხვქულიანი აბჟანდაძე

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ლევან ჩილაჩავას “კასტრმა” შინ მიიღო სოსო ბეკოშვილის, ვანო კარკაძის, ოთარ გიორგაძის, ვასილ ლობჟანიძის, ლუკა ჯაფარიძისა და თედო აბჟანდაძის “ბრივი” და მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 23:22.

ლევან ჩილაჩავამ, რომელიც 48-ე წუთზე შეცვალეს, 28-ე წუთზე ლელო გაიტანა.

ბრიველთა რიგებში კი, ყველაზე შედეგიანი გუნდის ქართველი მგეზავი თედო აბჟანდაძე გახლდათ, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა – 17 ქულა.

ქართველებიდან კარკაძე თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ჯაფარიძე 50-ე წუთზე შეცვალეს, გიორგაძემ მასზე 20 წუთით მეტი ითამაშა, ლობჟანიძემ მოედანი მე-60 წუთზე დატოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *