ჩილეში – გოლი 101 მეტრიდან (+video)

ჩილეს ჩემპიონატში მეკარემ კარიდან კარში გაიტანა. კობრსეალის გოლკიპერმა ლეანდრო რეკენამ დაარტყა და კარიდან გამოსულ ბრაიან კორტესს გაუტანა…

TNT Sports Chile წერს, რომ მანძილი 101 მეტრი იყო და ეს გინესის რეკორდების წიგნში უნდა ჩაიწეროს, როგორც ყველაზე შორიდან გატანილი. რეკენამ თქვა კიდეც, რომ მისი კლუბი კობრესალი განაცხადს შეიტანს გინესზე.

ჯერჯერობით ყველაზე „შორეული გოლი“ ნიუპორტის მეკარე ტომ კინგს ეკუთვნის. 2021 წელს 96 მეტრიდან გაიტანა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *