ჩინეთი დასრულდა… სად წავა კანავარო?

ფაბიო კანავაროს სამწვრთნელო კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყება, მაგრამ სად, ჯერ უცნობია. იტალიელი ბოლო 4 წელი წვრთნიდა ჩინურ გუანჯოუ ევერგრანდს, ჩემპიონობა და თასი მოაპოვებინა, ჯამში 126 მატჩში 79-ჯერ მოიგო მწვრთნელის რანგში. მანამდე კიდევ ერთი წელი მუშაობდა ჩინეთში, თუმცა სხვა გუნდში: ტიანჯინში.

მოკლედ, ჯამში 5 წელი ჩინეთში… ალბათ, სიახლის დრო იყო.

ოქროს ბურთის მფლობელი 48 წლისაა. როგორც იტალიური პრესა წერს, დიდი შანსია, კანავარომ სამშობლოში გააგრძელოს მუშაობა. კერძოდ, სერია ა-ს ერთ-ერთ გუნდში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *