ჩინურმა ფეხბურთმა ახალი ტექნოლოგიები მაშინვე არ მიიღო – ჩინეთის მეორე დივიზიონში, “შანხაი შენსინისა” და “ხეილუნცზიან ლავა სპრინგის” შეხვედრაში VAR-მა ასე იმუშავა. იასამნისფერ ფორმაში გამოწყობილმა გუნდმა თითქოს სამართლიანად გაიტანა, მაგრამ თამაშგარე ლაინსმენმა დააფიქსირა.
იყო კი? რა პრობლემაა, VAR სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჩვენც შევაფასოთ სიტუაცია, აქ ფორვარდი მცველზე წინაა? სავარაუდოდ, არა.
VAR-ი რას ამბობს?
ამ დროს, ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა აღელვება დაიწყეს, მსაჯი კი ყველას ამშვიდებს – მის გუნდს სადავეები ხელში მყარად უჭირავს.
ვიდეო-რეფერის ოთახში მომენტს განიხილავენ… გართობა ახლა იწყება! აქ ხაზის ავტო გამვლები არ არის, თურმე მსაჯები თამაშგარეს ფურცლის ნაგლეჯით ზომავენ. ჯერ ერთი მხრიდან, მერე მეორე… ჩანს, იციან რასაც აკეთებენ.
მსაჯებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ. ფიქრს ხომ დრო უნდა.
მომენტი განიხილეს და… თამაშგარე.
გეომეტრიაში ერთი-ორი გაკვეთილი და ყველაფერი კარგად იქნება…