დიდი შანსია, კლაუდიო რანიერი ინგლისის უოტფორდიდან გაათავისუფლონ. წერს ბრიტანული Daily Mail-ი. როგორც იცით, რანიერი ესპანელი ჩისკოს მერე მივიდა პოსტზე…
ჩისკოს დროს უოტფორდს პრემიერლიგის 7 მატჩში 7 ქულა ჰქონდა, ხოლო რანიერის პერიოდში შედეგი? 13 მატჩში 7 ქულა… ცნობილ იტალიელს ცუდად მისდის საქმე, 5 თვეში მხოლოდ ორი მოგება ძალიან ცოტაა. აი, გასულ ტურში ნორვიჩთან საშინაო 0:3 წაგება – ეს უკვე ნამეტანია.
რანიერიმ პრესას უთხრა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი მის ფილოსოფიას ვერ იგებს. იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მის დანიშვნამდე იყვნენ გუნდში.
ასეთია რანიერი. აქვს დიდი ჩავარდნები, სამაგიეროდ, ლესტერი ჩემპიონი გახადა.
ჩისკოს რანიერიზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. თბილისის დინამოს ყოფილი ბომბარდირისა და მწვრთნელის ხელში ხომ უოტფორდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადავიდა.