ჩისკო – ახალი გუნდი და ახალი მიზნები

ბოლო წლებში დინამო თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი ჩისკო, კარიერას უესკაში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. ესპანურ გუნდს ჩისკო სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ჩისკო მუნიოსი ბოლოს უოტფორდში მუშაობდა. დინამოს ყოფილმა დამრიგებელმა ინგლისური გუნდი დეკემბერში ჩაიბარა, ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში დააწინაურა და დაახლოებით 2 კვირის წინ გუნდი დატოვა.

რაც შეეხება უესკას, გუნდი სეგუნდა დივიზიონში 15 ქულით მე-12 ადგილზეა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ჩისკოს ახალ გუნდს ლა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გაუჭირდება, თუმცა ვნახოთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *