ჩონსი ბილაფსი:“არ ვაპირებ ლილარდს ვეხვეწო“

„პორტლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩონსი ბილაფსმა განაცხადა რომ, არ აპირებს ეხვეწოს დემიენ ლილარდს გუნდში დარჩენაზე.

„მე მოვედი გუნდში იმისთვის რომ გავწვრთნა ლილარდი და წარმატებამდე მივიყვანო „ბლეიზერსი“. დემიენს თავისი კარიერა გააჩნია, ცხოვრება, ოჯახი. მე პირველი წელი არაა რაც ლიგაში ვმუშაობ. არ დავიწყებ არავის მიმართ თხოვნებს“ იქნებ დარჩე გუნდში, ძალიან გთხოვ არ დაგვტოვო“.

null

მე ჩემი სამუშაო მაქვს და ორიენტირებული ამ სამუშაოს შესრულებაზე ვიქნები. რათქმაუნდა დიდი სურვილი მაქვს რომ ლილარდმაც მონაწილეობა მიიღოს ამ ყველაფერში, მაგრამ თუ რაიმე მომენტში ის
გადაწყვეტს, რომ სხვა ადგილას სურს საკუთარი კარიერის გაგრძელება, მე არ დავიწყებ ამის გაპროტესტებას. ადამიანი თვითონ იღებს გადაწვეტილებას საკუთარ მომავალზე“ – განაცხადა ბილაფსმა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, ამერიკულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ლილარდი უკმაყოფილოა „პორტლენდის“ მთავარ მწვრთნელად ჩონსი ბილაფსის დანიშვნით და ტრეიდს ითხოვს კლუბიდან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *