ხაბიბ ნურმაგომედოვმა შაბათ-კვირა ინგლისში გაატარა და საფეხბურთო მატჩებსაც დაესწარო. შაბათს მანჩესტერ იუნაიტედის მატჩს, ხოლო კვირას ინგილისი პრემიერ ლიგის ცენტრალურ მატჩს, ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის შორის.
მანჩესტერთან მატჩამდე დაღესტნელი მებრძოლი სერ ალექს ფერგიუსონს, უსეინ ბოლტს და პატრის ევრას შეხვდა.
ტურის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ, ენფილდზე მცირე ინციდენტი მოხდა. სტადიონის დატოვების დროს ხაბიბი ათასობით მთვრალი გულშემატკივრის ალყაში აღმოჩნდა.
“როდესაც სტადიონიდან გამოვედით, ლივერპულის ათასობით მთვრალი ფანის ალყაში მოვექეცი. სიმართლე რომ ვთქვა ჩხუბისთვის მზად ვიყავი. მატჩამდე ერთი დღით ადრე ფოტო გამოვაქვეყნე სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად, სანერვიულო მომენტი იყო.” – განაცხადა ნურმაგომედოვმა.