საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში, ნიცამ მარსელი მიიღო. მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, როდესაც, მატჩის 75-ე წუთზე, დიმიტრი პაიეს გულშემატკივრებმა ბოთლები ესროლეს. ვალში არც ფრანგი ფეხბურთელი დარჩა, რომელმაც ბოთლები ფანებს უკან ესროლა. ამაზე ულტრასები გაგიჟდნენ, მოედანზე ჩამოვიდნენ და ცემა-ტყეპა დაიწყო… განსაკუთრებით, მარსელის მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი აქტიურობდა…
მატჩი შეწყდა, გამარჯვება კი ნიცას (3:0) ჩაეთვალა, რადგან მარსელი მოედანზე აღარ გავიდა…
🚨 Trois joueurs de l'OM blessés pendant les échauffourées ► https://t.co/rkbQXm1rAM pic.twitter.com/dGtB7D25ca
— RMC Sport (@RMCsport) August 22, 2021