ცეცაძემ ტორპედო დატოვა

გია ცეცაძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა უკვე დაადასტურა. აი რა წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

“საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანიბაში.”
ცეცაძემ ტორპედო შარშან ნოემბერში ჩაიბარა და გუნდს ეროვნულ ლიგაში დარჩენაში დაეხმარა. ამ მომენტისთვის ტორპედო ეროვნულ ლიგაში 11 ქულით მე-8 ადგილზეა და უახლოეს მატჩს დღეს გორის დილასთან გამართავს. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნება ტორპედოს ახალი მწვრთნელი.

Leave a comment

Your email address will not be published.