მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. მაროკოს ნაკრებმა ბელგიის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა.
ბელგიამ დღეს საშინლად ითამაშა. რობერტო მარტინესის შეგირდები ვერ ქმნიდნენ მომენტებს, ვერ ამწვავედნენ თამაშს, იყო უაზრო შეცდომები… დე ბრუინი, ვიტსელი, აზარები, ბაჩუაი, თუნდაც ახლად გამოჯანმრთელებული და შეცვლიდან შემუსული ლუკაკუ ბევრად კარგად უნდა თამაშობდნენ.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარიც საკმაოდ ცუდად ჩაატარა ბელგიამ. მათი უპირატესობა მხოლოდ ბურთის ფლობაში და ზუსტ პასებში გამოიხატებოდა, თუმცა ეს სტატისტიკა სტატისტიკად დარჩა. მაროკოს ნაკრებმა ამ მოგებით 4 ქულა დააგროვა და მინიმუმ კიდევ 3 საათით პირველ ადგილზე იქნება.
საუკეთესო ფეხბურთელი
საუკეთესო ფეხბურთელად ჰაკიმ ზიეჩი მიგვაჩნია. მაროკოელთა ლიდერმა საგოლე გადაცემა მიითვალა და გარდა ამისა საკმაოდ აქტიური იყო.
ბელგია 0:2 მაროკო
გოლები: საბირი (73), აბუხლაი (90+2).