ცინცინატის მასტერსზე ფინალისტები გამოვლინდნენ

ცინცინატის მასტერსი დასასრულს უახლოვდება.მე-8 სათამაშო დღე ტრადიციულად ნახევარფინალებს დაეთმო და ფინალისტებიც გამოვლინდნენ.

პირველ ნახევარფინალში რუსული დუელი ვიხილეთ – დანილ მედვედევი ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგ.

ჩოგბურთელთა ურთიერშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 5:0 იყო მედვედევის სასარგებლოდ. დანილს ყველა მატჩი სეტის წაუგებლად ქონდა მოგებული და ამ შეხვედრის ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა რუბლიოვმა კონცენტრირება შეძლო და ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა მისთვის უხეწრხული მეტოქე 2:6 6:3 6:3.

ანდრეი კარიერაში მეორედ გავიდა მასტერსის ფინალში, სადაც მისი მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება.

გერმანელმა ჩოგბურთელმა თავიმხრივ ნახევარფინალურ სტადიაზე 6:3 3:6 7:6 მოუგო ბერძენ სტეფანოს ციციპასს. საშა გადამწყვეტ სეტში ორმაგი ბრეიკით ჩამორჩა მეტოქეს 1:4, თუმცა მოახერხა ჯერ ანგარიშის გათანაბრება, ხოლო შემდეგ მატჩის მოგებაც.

ზვერევი ATP TOUR-ზე მეხუთედ შეხვდება ანდრეი რუბლიოვს, რომელთანაც 4 გამართულ მატჩში სეტიც კი არ წაუგია.

ქალთა ბადეში განაგრძობს სენსაციურ სვლას ჟილ ტაიხმანი, რომელმაც ნახევარფინალურ სტადიაზე 6:2 6:4 სძლია კაროლინა პლიშკოვას და ფინალის საგზური მოიპოვა.

ცინცინატის 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის მსვლელობისას შვეიცარიელმა ტოპ 10-ის 2 ჩოგბურთელს (N2 ოსაკა, N4 პლიშკოვა) და ოლიმპიურ ჩემპიონ ბელინდა ბენჩიჩს სძლია.

ფინალში ტაიხმანის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის ლიდერი – ეშლი ბარტი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 6:2 7:5 მოუგო გერმანელ ანგელიკ კერბერს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *