ევროპის ჩემპიონატის წინ უეფაში მსაჯების სპეციალური ბრიფინგი გაიმართა: ევრო 2020-ის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობერტო როზეტიმ VAR-ის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სისტემა 2019 წლიდანაა და უეფას ეგიდით, სულ 2522-ჯერ გადაამოწმეს სიტუაცია.
453 მატჩში 139-ჯერ გადაწყვეტილება შეცვალეს და გაირკვა: 94,5 % სწორი გადაწყვეტილება იყო.
„VAR ეფექტურად მუშაობს. ამ 453 მატჩიდან 297 ჩემპიონთა ლიგაში იყო. 115 ევროპა ლიგაში და დანარჩენებიც სხვადასხვა ტურნირებზე. ციფრები ამტკიცებს, რომ სისტემა კარგად მუშაობს“ – განაცხადა როზეტიმ.