მიმდინარე სეზონის ბოლო საშინაო მატჩი იუვენტუსისთვის ზღვარზე მეტად ემოციური გამოდგა. ტურინელები ლაციოს დაუზავდნენ (2:2), მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბებერი ქალბატონი ორ დიდ ფეხბურთელს ემშვიდობებოდა.
37 წლის ჯორჯო კიელენი შვილებთან ერთად მისულიყო. ის 17 წლის განმავლობაში იცავდა კლუბის ღირსებას და მისი განუყრელი ნაწილი გახდა.
მე-17 წუთზე ის შეცვალეს. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა და მის გვარს სკანდირებდა. მართლაც საოცარი სანახაობა იყო.
იმ დღეს ტურინულ კლუბში ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა 28 წლის არგენტინელმა პაულო დიბალამაც, რომელმაც 7 წელიწადი გაატარა კლუბში და ერთ ეპიზოდში თავს ვეღარ მოერია, ატირდა. მას ლონდონის არსენალში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
იუვენტუსს ახალი, 2022-23 წლების სეზონისთვის დამზადებული ფორმა ეცვა.