ცრემლები პირდაპირ ეთერში

სქაის წამყვანს, ჰეილი მაკქუინს, მორიგი საფეხბურთო გადაცემა მიჰყავდა პირდაპირ ეთერში, როცა უცებ ქვითინი აუვარდა და კარგა ხანს ვერ დააწყნარეს. მას უკრაინის მხარდასაჭერდ ამ ქვეყნის დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ეცვა, ლურჯი მაისურა და ყვითელი ქვედაბოლო.

რეპორტაჟისას მონიტორზე უნახავს როგორ გადაჰყავდათ უსაფრთხო ადგილზე  უკრაინელი ბავშვები რუსული აგრესიის გამო.

She has said that she struggled after seeing images of children in Ukraine

„ბევრი ტრაგიკული ისტორია გამიშუქებია ტელევიზიაში მუშაობის განმავლობაში და ვამაყობდი, რომ ემოციების შეკავება შემეძლო. მაგრამ გუშინ ჩემთვს მოულოდნელად ვეღარ მოვითმინე. ასეთი კადრების გულგრილად ცქერისთვის ძალა აღარ მეყო. ახლა ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ იგივე აზრები მიტრიალებს,“ – თქვა შემდეგ 43 წლის ჰეილიმ.

მალევე მას ათასობით მაყურებლისგან  გულითადი გზავნილი მიუღია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *