ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენელს დოპინგი აღმოუჩინეს… ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს. თან, 3 აკრძალული სტეროიდი WADA-ს კვლელების შედეგად:
ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) გაავრცელა. კვლევა 31 ივლისს ჩატარდა.
36 წლის აბრამიანს წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს. დღეს უნდა გამოსულიყო ოლიმპიადაზე, მაგრამ მოხსნეს. სპორტულ არბიტრაჟში გასაჩივრების უფლება აქვს, რათა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არ მიიღოს.
ანუ შეუძლია B სინჯის ანალიზის აღება მოითხოვოს.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადება:
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.
დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.
მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.
აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი.