ცუდი ამბავი ბაიერნიდან – ლიდერს კორონა დაუდასტურდა

მიუნხენის ბაიერნის ლიდერს ტომას მიულერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. მიულერი თავს კარგად გრძნობს და ამჟამად იზოლაციაშია, სადაც მინიმუმ 7 დღე იქნება.

მიულერის კორონავირუსიდან გამომდინარე, ფეხბურთელი დიდი ალბათობით ბუნდესლიგის მომდევნო 2 მატჩს აინტრახტთან და ლევერკუზენთან გამოტოვებს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში ზალცბურგთან თამაში.

მიულერმა ამ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ბაიერნი ბუნდესლიგაში 55 ქულით პირველ ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ზალცბურგთან 1:1 ითამაშა, განმეორებითი შეხვედრა კი 8 მარტს არის ჩანიშნული.

Leave a comment

Your email address will not be published.