ჯანლუიჯი დონარუმას 2021 წელი არასოდეს დაავიწყდება. 22 წლის მეკარე ევრო 2020-ის გმირი გახდა, ჩემპიონობაც ხომ მოიპოვა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და რამდენიმე დღეში პარი სენ-ჟერმენთან ხუთწლიანი მსუყე კონტრაქტი გააფორმა.
ახლა კი სარდინიაზე ისვენებს თავის მიჯნურ ალესია ელეფანტესთან ერთად. კუნძული ტურისტების საყვარელი ადგილია და ჯანლუიჯიც მთელი გულით ნებივრობს.
წყვილი თურმე 2017 წლიდან ხვდება ერთმანეთს. თუმცა, ასე ახლოს ისინი არასოდეს ყოფილანო, ამბობენ იტალიელი ჟურნალისტები.