ცხვირ-პირის მტვრევა მათხოვრის ლუდხანაში… რას ერჩოდნენ ინგლისის ნაკრების მეკარეს ???

კვირას ინგლისის ნაკრებისა და ევერტონის 27 წლის მეკარე, ჯორდან პიკფორდი, ხათაბალაში გაეხვა.

საღამოს 9 საათი იქნებოდა, როცა სოფელ ისტ ბოლდონის ლუდხანა „მათხოვრის ხიდს“ (Beggar’s Bridge pub), მიკროავტუბუსი მიადგა. იქიდან პიკფორდი და მისი მეგობრები გადმოვიდნენ. დარბაზში შევიდნენ თუ არა, მავანმა მთვრალებმა, სავარაუდოდ ნიუკასლის ფანებმა,  მეკარე იცნეს და დაცინვა დაუწყეს. როგორც თვითმხილველი ამბობს, პიკფორდს „მოკლეხელას“ ეძახდნენ.

საქმე ის არის, რომ ეს ადგილი ახლოსაა ქალაქებთან, სანდერლენდთან და ნიუკასლთან. ესენი ერთმანეთს ვერ იტანენ. პიკფორდი კი ექვსი წლის განმავლობაში სანდერლენდში თამაშობდა და აგრესიაც გასაგებია.

When Pickford headed to the Leazes End at St James’ Park he appeared to smile as he spotted the dressed-up fan

პიკფორდი შესულიც არ იყო, როცა მისმა მეგობრებმა შეურაცხმყოფელებს დასცხეს. ატყდა დავიდარაბა. ერთს ცხვირი გაუტეხეს, მეორეს მობილური ტელეფონი.

ამბობენ, პიკფორდს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიაო. ჯორდანი და მეგობრები მალევე ჩამსხდარან ავტობუსში და პოლიციის მისვლამდე გაუჩინარებულან.

მიმდინარეობს გამოძიება.

 

Leave a comment

Your email address will not be published.