“ცხოვრებაში თუ პრობლემები გაქვს, შენს გვერდით ვარ” – ლაუერი დიაზს [VIDEO]

UFC 266 ორი სატიტულო ბრძოლის გარდა, იმით იყო გამორჩეული, რომ 17 წლის შემდეგ, რობი ლაუერისა და ნიკ დიაზის რემატჩი გაიმართა. პირველ ბერძოლაში, 20 წლის ნიკ დიაზმა მოახერხა ლაუერის დამარცხება, თუმცა რობიმ წლების შემდეგ ურთიერთდაპირისპირებებში წონასწორობა აღადგინა – მესამე რაუნდის დასაწყისში, მან ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

ბრძოლის შემდეგ ვეტერანებმა სიტყვები გაცვალეს, UFC-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მათი დიალოგი დეტალურად ისმის. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკ დიაზი 6 წლიანი პაუზის შემდეგ საბრძოლველად ვალებისა და პირადი პრობლემების გამო დაბრუნდა, ლაუერმა სწორედ ამის შესახებ ჰკითხა დიაზს: “როგორ ხარ? ცხოვრებისეულად? ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ძალიან რთულია. ცხოვრებაში თუ პრობლემები გაქვს, შენს გვერდით ვარ, გამაგებინე”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *