ცხრიანის ცხრიანები – ლევანდოვსკიმ ლიგაზე ისტორია ბრწყინვალე გოლით დაწერა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, მიუნხენის ბაიერნმა კიევის დინამო 2:1 დაამარცხა. ერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ შეაგდო, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პოლონელმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-9 შეხვედრაში გაიტანა. რობერტმა გატანა წინა წლის ნოემბერში დაიწყო და მას შემდეგ ლიგაზე თამაში არ ჩაუგდია. აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ ლიგის ზედიზედ 9 მატჩში მეორედ გაიტანა. პირველად ეს 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე ქნა.

ლევანდოვსკი ბრწყინვალე ფორმაშია. მიმდინარე სეზონში 33 წლის გოლეადორმა 18 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *