“ც.ს.კ.ა“-ს და თორნიკე შენგელიას ცუდი სტარტი ევროლიგაზე

სტარტი აიღო ევროლიგის 2021-22 წლების სეზონმა. პირველი სათამაშო დღეს საქმეში ჩაერთო თორნიკე შენგელია და მისი „ც.ს.კა“. რუსულმა არმიულმა კლუბმა იტალიაში, „არმანი მილანოსთან“ ათქულიანი მარცხი იწვნია (74:84), ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო.

null

„ც.ს.კა“-ს შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდა – ალექსეი შვედის და იფე ლუნბერგის ზუსტი სამქულიანების წყალობით თავიდანვე დაწინაურდა ანგარიშში. აგრესიულად გამოიყურებოდა თორნიკე შენგელია, რომელმაც საჯარიმო ტყორცნებით 4 ქულა დააგროვა, პერიმეტრიდან ზუსტად გაისროლეს ვილი კლაიბერნმა და მარიუს გრიგონისმა, მოსკოვურმა გუნდმა კი პირველი მეოთხედი 29:19 მოიგო.

null

მეორე პერიოდიდან მასპინძლები გამოფხიზლდნენ და 15:2 გაქცევა მოაწყვეს, რამაც მათ ანგარიშში ლიდერობა მოუტანა. ჯერ „მილანოს“ ამერიკულმა „დესანტამა’ (ჰოლი, გრანტი) გამოიჩინა თავი, შემდეგ უკვე „სცენაზე“ ნიკოლო მელი გამოვიდა, რომელმაც ზედიზედ დააგროვა ქულები და დიდ შესვენებაზე იტალიური გუნდი 1 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა 44:45.

null

მესამე მეოთხედში ბრწყინვალედ ათამაშდა მასპინძელთა ვეტერანი ცენტრი – კაილ ჰაინსი, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გადამწყვეტ მომენტებში უმნიშვნელოვანესი ქულები დააგროვა. „ც.ს.კა“ კი თავისმხრივ „გაიყინა“ და 6 წუთის განმავლობაში უქულოდ დარჩა.
სერხიო როდრიგესმა და მისმა თანაგუნდელებმა შეხვედრაში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩი უპრობლემოდ მიიყვანეს ლოგიკურ გამარჯვებამდე 84:74.

არ წაუვიდა თამაში თორნიკე შენგელიას, რომელმაც პარკეტზე 23 წუთი გაატარა და 9 განხორციელებული სროლიდან მხოლოდ 1 მოათავსა კალათში (7-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი).

შეხვედრის მეორე წუთზევე ფეხის ტრავმა მიიღო „ც.ს.კა“-ს ძირითადმა ცენტრმა ნიკოლა მილუტინოვმა, რომელმაც დატოვა პარკეტი და შემდეგ აღარც დაბრუნებულა. რუსული კლუბი წინა ხაზი „თოკო“-ს იმედზე დარჩა, თუმცა ქართველმა მასზე გაცემული ავანსები სამწუხაროდ ვერ გაამართლა

მატჩის გმირი „მილანოს“ ფორვარდი შევონ შილდსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო. მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა კი +23 შეადგინა.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *