ძალამიძე – ფეხბურთში დაბრუნება 20 თვის მერე…

სასიხარულოა, როცა ფეხბურთელი თითქმის ორწლიანი შესვენების მერე საყვარელ საქმიანობას უბრუნდება. ნიკა ძალამიძე ქობულეთის შუქურაში ითამშებს…

 

ძალამიძე – ერთ დროს ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი, გვახსოვს მისი თამაშები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, გვახსოვს 21-წლამდელების შესარჩევში ნიდერლანდები-საქართველო 0:1, როცა ვან გინკელი და დე ვილიენა გააქრო ცენტრში; გვახსოვს, რა კარგად თამაშობდა იყო ვიძევსა და იაგელონიაში. ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა 7 მატჩი, მათ შორის, შინ ესპანეთთან (0:1).

 

აი, პოლონეთიდან თურქულ რიზესფორში გადასვლის მერე კი უკან-უკან წავიდა. ალბათ, კარიერული შეცდომა. ძალამიძე ახლა 29 წლისაა.

 

ბოლოს რუსთავში იყო, 2019 წლის ნოემბერში ითამაშა და მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

 

„შუქურასთან ერთად ვემზადები. სათამაშოდ მზად ვარ, მაგრამ 90 წუთი ჯერ ვერა…“ – გვითხრა ნიკამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *