ანხელ დი მარიამ ყოფილ კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა: კილიან მბაპეს პსჟ-ში ზედმეტად დიდი ტვირთი აჰკიდესო.
როგორც იცით, გასულ ზაფხულს მბაპეს კონტრაქტის პუნქტში ჩაუწერეს, რომ მწვრთნელის საკითხის, ან სპორტული დირექტორის საკითხებში ჩარევის უფლება აქვს. ტრანსფერებზეც დაეკითხებიან.
გაირკვა, რომ ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგაში წაგების მერე მბაპემ გასახდელში თანაგუნდელები შემოიკრიბა და ემოციური ტექსტი წარმოთქვა, რომელშიც შეურაცხმყოფელი სიტყვებიც გაურია. ეს ფრანგულმა პრესამ დაწერა.
დი მარია ახლა იუვენტუსშია, მაგრამ ESPN-თან ინტერვიუში ეს თქვა:
„ვფიქრობ, არა მხოლოდ პსჟ, არამედ მთლიანად საფრანგეთი ზედმეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მბაპეს. ხალხი, პრეზიდენტი, პსჟ… ყველა. მბაპეს დასარჩენად ყველაფერი გააკეთეს და სანაცვლოდ ბევრის უფლება მისცეს. ძალაუფლება მისია, როცა გუნდში არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (მესი).
… ეს იმიტომ, რომ მბაპე ფრანგია, იქ დაიბადა, მსოფლიო ჩემპიონი გახდა და წინ კიდევ დიდი კარიერა აქვს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ მბაპე კარგი ბიჭი იყო და არა მგონია შეცვლილიყო“.