ძვირფასი საჩუქარი მესისგან – რატომ ელოდა ლეო ახალგაზრდა ნახევარმცველს (ვიდეო)

ლიგა 1-ის 23-ე ტურში პსჟ ლილს შეხვდა და 5:1 დაამარცხა. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო ლეო მესი, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეხვედრის შემდეგ ლეო ლილის ნახევარმცველს ანხელ გომესს ელოდა რათა მაისურა გაეცვალა. ბევრმა იფიქრა, რომ მაისურების გაცვლის ინიციატორი გომესი იყო, თუმცა გაირკვა, რომ იდეა ლეოს ეკუთვნოდა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ლილის ფეხბურთელისთვის ეს ამბავი დაუჯერებელი იყო. გომესი ცხადია გახარებული გახლდათ, მისთვის ეს სავარაუდოდ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი იქნება.

ანხელ გომესი მანჩესტერ იუნაიტედის აღზრდილია. მას მანკუნიანელებში სათამაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა და 2020 წელს ლილში გადავიდა. ფრანგებმა ფეხბურთელი 1 სეზონით ბოა ვიშტაში გაანათხოვრეს, შარშან ზაფხულიდან კი გომესი ლილისთვის ირჯება.

Leave a comment

Your email address will not be published.