ძირითადში ადგილი მხოლოდ ოთხმა შეინარჩუნა

ოთხი ერის მეორე ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ისევ არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა კვლავ პორტ ელიზაბეტში გაიმართება.

ბოკეს მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა პირველ მატჩში 32:12 მოგების შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელა. სასტარტო თხუთმეტეულში ადგილები მხოლო სიია კოლისიმ, ლუდ დე იაგერმა, კობუს რეონამ და იასპერ ვიზემ შეინარჩუნეს.

ძირითადში დაბრუნდნენ ლიდერები ჩესლინ კოლბი, მაკაზოლე მაპიმპი, ჰანდრე პოლარდი, ვილი ლე რუ, მაკოლმ მარქსი, ფრანკო მოსტერტი და დამიენ დე ალნდე.

შეგახსენებთ, რომ მატჩი შაბათს, პორტ ელიზაბეტში თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

 

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჩესლინ კოლბი, 13. ლუჰანიო ამი, 12. დამიენ დე ალენდე, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინა.   1. ტრევორ ნიაკანე, 2. მალკოლმ მარქსი, 3. ტომას დუ ტოი, 4. მარვინ ორიე, 5. ლუდ დე იაგერი, 6. სიია კოლისი, 7. ფრანკო მოსტერტი, 8. იასპერ ვიზე

16. ბონგი მბონამბი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ფრანს მალერბე, 19. ნიკოლას ფაბ რენსბურგი, 20. კუაგა სმითი, 21. დენ დუ პრი, 22. ჯეიდენ ჰენდრიქსი, 23. დამიენ ვილემსე

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *