ძირითად შემადგენლობაში ცხრა ცვლილებაა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ზაფხულის სერიების მეორე მატჩს უელსის ნაკრებთან გამართავს. უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა  სასტარტო შემადგენლობის 9 მოთამაშე შეცვალა.

უკანა ხაზის მოთამაშეებიდან ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს შუამარბმა, თორნიკე კახოიძემ და გარემარბებმა გაგა ქევხიშვილმა და შალვა აფციაურმა. სრულად შეიცვალა ღერძი და თამაშს კოტე იაშვილისა და მატის მოდებაძის წყვილი დაიწყებს. ასევე იოანე მეტრეველი და ლუკა სახელაშვილი. ყველა ეს მოთამაშე იტალიასთან თადარიგში იყო.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველ ხაზი და ძირითადში დაწინაურდნენ გიორგი მამაიაშვილი, გიორგი მაისურაძე და ბადრი ციხისთავი. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ბურდულმა, რომელსაც ამჯერად გიორგი კერვალიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ ლაშა ციხისთავი და ბექა შვანგირაძე, ფლანკერად კი, რატი ზაზაძე დაწინაურდა.

ლადო კილასონია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

“იტალიასთან კარგი საწყისი 15 წუთი გვქონდა, მაგრამ თამაში 80 წუთი გრძელდება. წელს ეს ჩვენი პირველი საერთაშორისო შეხვედრა იყო და, ვფიქრობ, მატჩიდან მატჩამდე გაუმჯობესება გვექნება. იტალიასთან ფეხით თამაში დავთმეთ, რის გამოც საკუთარ ნახევარზე დიდი დრო გავატარეთ და იტალიის ძალიან კარგმა გუნდმა ამით ისარგებლა. ჩვენი მიზანია, რომ უელსთან ეს კომპონენტები გამოვასწოროთ. განვლილ მატჩში ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და ბოლომდე იბრძოლეს. სწორედ ასეთი შეხვედრებით გავიზრდებით და დავინახავთ სად გვაქვს მეტი სამუშაო ჩასატარებელი“

საქართველო: 15. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. იოანე მეტრეველი (ლელო), 11. გაგა ქევხიშვილი (ლელო), 10. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);   1.გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ბადრი ციხისთავი (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

16. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 17. დავით გველესიანი (პროვანსი, საფრანგეთი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 19. პაატა გალდავა (აია), 20. ბექა გელხვიძე (ლელო); 21. დავით ხუროშვილი (ლელო), 22. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 23. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 24. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 25. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 26. ვიტალი ირემაძე (ბათუმი).

Leave a comment

Your email address will not be published.