ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მე-8 საჭიდაო დღე გუნდურ პირველობას დაეთმობა.
IJF-ის გადაწყვეტილებით გუნდური პირველობა შეცვლილი ფორმატით ჩატარდება, რომელშიც ნაკრებები მიქსირებული შემადგენლობით იქნებიან დაკომპლექტებული – თოთოეულ მონაწილე ქვეყანას 3 ქალის და 3 კაცისგან შემდგარი გუნდი ეყოლება.
ქალთა წონებია: -57 კგ, -70 კგ, +70 კგ
მამაკაცთა წონები: -73 კგ, -90 კგ, +90 კგ
გუნდურ პირველობაზე მონაწილეობას საქართველოც იღებს, ჩვენი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
-73 კგ ნუგზარ ტატალაშვილი -57 კგ ეთერ ლიპარტელიანი
-90 კგ ლაშა ბექაური -70 კგ მარიამ ჯანაშვილი
-90 კგ ავთანდილ ჭრიკიშვილი +70 კგ სოფიო სომხიშვილი
+90 კგ ილია სულამანიძე
+90 კგ გელა ზაალიშვილი
წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები ბადის ქვედა ნახევარში მოხვდა. 1/8 ფინალურ ეტაპზე ჩვენი პირველი მეტოქე კუბის საკმაოდ ძლიერი ნაკრები იქნება.
-73 კგ მაგდიელ ესტრადა -57 კგ არნაეს ოდელინ გარსია
-73 კგ ორლანდო პოლანკო -70 კგ დელ ტორო კარვახალ მაილინი
-90 კგ ივან ფილიპე სილვა მორალესი +70 კგ იდალის ორტისი
+90 კგ ენდი გრანადა +70 კგ კალიემა ანტომარჩი
კუბის ნაკრების ბარიერის გავლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალურ ეტაპზე საფრანგეთ/ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.თუ ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ , ნახევარფინალში C პულის გამარჯვებულს შეხვდებით, სადაც ბრაზილია, ყაზახეთი, უნგრეთი და უზბეკეთი არიან.
POOL A
იაპონია – IJF/უკრაინა
POOL B
რუსეთი/მონღოლეთი – გერმანია/სამხრეთ კორეა
POOL C
ბრაზილია/ყაზახეთი – უნგრეთი/უზბეკეთი
POOL D
საფრანგეთი/ნიდერლანდები – საქართევლო/კუბა