2022 წლის ძიუდოს სეზონი 20-22 დეკემბერს ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში გასამართი მასტერსით დაიხურება. წლის შემაჯამებელ ტურნირზე მხოლოდ რეიტინგის ტოპ 36 სპორტსმენს შეუძლია მონაწილეობის მიღება, რაც მასტერსს კიდევ უფრო საინტერესესო და ელიტარულს ხდის.
საქართველოს ნაკრები იერუსალიმში საჭიდაოდ სავარაუდოდ 18 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილის ასპარეზობის ამბავი.
ამ მომეტისთვის მასტერსის ბადეში, განთესილთა შორის 10 ძიუდოისტი გვეყოლება: 9 კაცი და ერთი ქალი.
საქართველოს ნაკრების განაცხადი იერუსალიმის მასტერსზე:
-60 კგ
გიორგი სარდალაშვილი
თემურ ნოზაძე
ლუხუმ ჩხვიმიანი
ჯაბა პაპინაშვილი – ?
-66 კგ
ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი
გიორგი ტერაშვილი
-81 კგ
ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ
ბექა ღვინიაშვილი
ლაშა ბექაური
ლუკა მაისურაძე
-100 კგ
ილია სულამანიძე
ვარლამ ლიპარტელიანი
ონისე სანებლიძე
გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ
გურამ თუშიშვილი
გელა ზაალიშვილი
-57 კგ
ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ
სოფიო სომხიშვილი