მომდევნო 1 თვის განმავლობაში ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტებს დატვირთული გრაფიკი აქვთ. 9 სექტემებერს, ლუქსემბურგში სტარტს აიღებს
ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 6 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ოლბიაში – მსოფლიოს ჩემპიონატი.
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი 4 დღეს გაგრძელდება. 9-11 სექტემბერს წონითი კატეგორიების მიხედვით ინდივიდუალური პირველობა იქნება, ხოლო 12 სექტემბერს უკვე გუნდური ტურნირიც ჩაატრდება.
სასიხარულოა, რომ ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას, რადგან განაცხადში 9 კაცი და 3 ქალი ძიუდოისტი გვყავს.
კაცები
60 კგ გიორგი სარდალაშვილი
66 კგ თენგო ზირაქაშვილი
81 კგ გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ ნიკა ხარაზიშვილი
90 კგ თორნიკე ფოლადიშვილი
100 კგ ილია სულამანიძე
100 კგ მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ საბა ინანეიშვილი
+100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი
ქალები
-57 კგ ეთერ ასკილაშვილი
-66 კგ ნინო გულბანი
+78 კგ სალომე მაყიშვილი