ძუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტი სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატმა. ტურნირი 6-13 ოქტომბერს ჩატარდება. 6-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით ტატამიზე საჭიდაოდ ინდივიდუალური წონის წარმომადგენლები გავლენ, ხოლო 13 ოქტომბერს უკვე გუნდური პირველობა ჩატარდება(კენჭისყრაში არ გაგვიმართლა, პირველივე წრეში საფრანგეთს ვხვდებით).

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 9 ძიუდოისტით იასპარეზებს.

null

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ: ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ: გურამ თუშიშვილი

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

null

დღეს ტატამიზე საჭიდაოდ ლუხუმ ჩხვიმიანი(-60 კგ) გავა. ქართველი ძიუდოისტი პირველ რაუნდში ისვენებს, მეორე წრეში კი იამ ვოლჩაკსა (ისრაელი) და ადონის დიაზს (აშშ) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში ლუხუმი სავარაუდოდ თურქმენეთის წარმომადგენელ აიბეკ ომიროვს უნდა დაეჭიდოს, ხოლო 1/4 ფინალში ყველაზე სავარაუდო მეტოქე სამხრეთ კორეელი ჰარიმ ლია.

ჩხვიმიანი D პულშია განთესილი და 1/2 ფინალში გასვლის შემთხვევაში C პულის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, სადაც ფავორიტად ბელგიელი ჟორე ვერსტრაეტენი გახლავთ, აქვეა ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა, ჩეხთა ფალავანი დავიდ პულკრაბეკი და ყაზახი შამშადინი.

ბადის ზედა ნახევარში იმყოფებიან და ჩხვიმიანს ფინალამდე არ შეხვდებიან ნაოჰისა ტაკატო(იაპონია), რეიტინგის ლიდერი იუნგ ვეი იანგი (ჩინეთის ტაიპეი), იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი) და ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *