“წაგება? არ ვიცი, არ გამიგია” (ნახეთ კვარას საოცარი სტატისტიკა)

ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი მშვენიერი სტატისტიკა: რაც რუსეთიდან წამოვიდა, თამაში არ წაუგია… 27 მატჩი, 20 მოგება, 7 ფრე. კვარა გუნდშია? ეს გუნდი არ აგებს. 20 მარტიდან მოყოლებული… მას შემდეგ კი 6 თვეზე მეტი გავიდა.

და ამ 27 მატჩში ხვიჩამ 17 გოლი გაიტანა. აქედან დინამო ბათუმში 8, ნაკრებში 5, ნაპოლიში 4.

მაგარია, არა? ბიჭი, რომელმაც ბევრი ქართველის ფეხბურთისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ხელი რომ ჰქონდათ ჩაქნეული და მობრუნდნენ.

და ერთი საინტერესო ამბავიც: კვარამ ნაკრებში მე-10 გოლი გაიტანა. მეცხრე ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ორმაგ ნიშნულს მიაღწია გოლებში. საამისოდ 19 მატჩი დასჭირდა…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *