საბურთალოს ახალი მწვრთნელი ეყოლება. კლუბმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა ხვიჩა შუბითიძე, რომელიც წლეულს გაზაფხულზე გახდა საბურთალოს მთავარი მწვრთნელი… მაშინ მან ლევან კორღალიძე შეცვალა.
გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში ერთი ქულა აიღო. საბურთალო მეოთხე ადგილზეა და იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც მეხუთეადგილოსან ლოკომოტივს. მესამეზე მყოფ დილას კი 6 ქულით ჩამორჩება.
კლუბი მადლობას უხდის შუბითიძეს და წარმატებას უსურვებს. ვინ შეცვლის მას, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, შუბითიძე გერმანიის ქვედა ლიგის გუნდებში თამაშობდა და იქ მწვრთნელიც გახლდათ წლების განმავლობაში.
საბურთალოს Facebook-ის ფოტო